Saturday, June 11, 2011

პროექტის  სახელწოდება: მათემატიკა სკოლისთვის.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს სასკოლო
საქმიანობაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროექტის აქტუალობა: სკოლისთვის საჭირო ინფორმაციების სტატისტიკური სახით(ცხრილები, გრაფიკები,დიაგრამები.)არსებობა
 პროექტის მიზნები: მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ სასკოლო საქმიანობაში და გამო-                    იყენონ მათემატიკაში შესწავლილი მონაცემების მოპოვებისა და დაჯგუფების ხერხები.
მონაწილეთა ასაკი: 14-15წ.  მე-9 კლასი.
 ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.
 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწ ავლეები ისწავლიან მონაცემთა მოპოვების გზას, კერძოდ, გამოკითხვას. შეიძენენკვლევის უნარ-ვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები.  პროდუქტები:ფოტოალბომი, პრეზენტაცია, დიაგრამების, ცხრილების, გრაფიკების აგება.     
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, რვეულები, კალმები, ფერადი ფანქრები, თაბახის ფურცლები, სახაზავები კომპიუტერი, პრინტერი.
 პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, გავანაწილებ ჯგუფებში  საჭირო მასალას(რვეულები, კალმები, ფანქრები.)თითოეულ ჯგუფს მივუთითებ მის სამუშაო უბანს და დავავალებ რომ იქ გამოიკვლიონ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სასაკოლო  ასაკის ბავშვთა სავარაუდო რაოდენობა,კვლევის შედეგები წარმოადგინონ ცხრილების, დიაგრამების, ჰისტოგრამების საშუალებით და მონაცემები მოათავსონ კომპუტერში, თაბახის ფურცელზე პრინტერის საშუალებით ამობეჭდონ მასალები.  
 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ისტი-ს განხორციელება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.         
11.    პროექტის ხელმძღვანელი: ლიანა გოგიაშვილი.
 ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: grafi196311@gmail.com

ჩემი გაკვეთილები:
მონაცემთა მოპოვება და დაჯგუფება                                                                           

No comments:

Post a Comment